სირია

სირიაში ISIS-ის ტერორისტულ თავდასხმას 4 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

AFP

სირიის ქალაქ მანბიჯში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მთავარ ბაზარში მდებარე რესტორანში მოწყობილ აფეთქებას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 4 ამერიკელი სამხედრო. დაჭრილია 18 ადამიანი, მათ შორის 3 ამერიკელი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა 20 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გამოჰყავს. ტრამპის თქმით ე.წ. ისლამური სახელმწიფო დამარცხებულია, და დროა ამერიკელი ჯარისკაცები სახლებში დაბრუნდნენ. მანბიჯში აშშ-ის ძალები სირიის დემოკრატიული ძალების ქურთულ და არაბულ დანაყოფებთან თანამშრომლობენ.

კომენტარები