სუმო

ტოჩინოშინმა ტრავმის გამო ზამთრის ბაშოზე ასპარეზობა შეწყვიტა 

ქართველმა ოძეკიმ, ლევან გორგაძემ - ტოჩინოშინმა ჰაცუ (ზამთრის ბაშოზე) ასპარეზობა შეწყვიტა. 

მას მარჯვენა ფეხზე კუნთი აქვს გაწყვეტილი და ჭიდაობა უჭირს. ამ დრომდე ჩატარებული 4 ბრძოლიდან გორგაძე 4-ვეში დამარცხდა და ბაშოს მე-5 დღიდან კიუჯო გამოაცხადა. 

მომდევნო, ჰარუ ბაშოზე, რომელიც მარტში გაიმართება, ტოჩინოშინი კვლავ დადგება ოძეკის რანგის დაკარგვის საფრთხის წინაშე. ტიტულის შესანარჩუნებლად მას 15-დან, სულ მცირე, 8 ბრძოლის მოგება მოუწევს. 

კომენტარები