საავტომობილო მოძრაობა

დღეიდან თებერვლის ბოლომდე ჭონქაძისა და მის მკვეთ ქუჩებზე ავტომობილით მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისში, ჭონქაძისა და მის მკვეთ ყველა ქუჩაზე 17 იანვრიდან თებერვლის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება. მიზეზად, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის სარემონტო სამუშაოები სახელდება. 

უწყების ცნობით, ავტომანქანებს გადაადგილება შეეძლებათ: 

  • მთაწმინდის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე გამომავალი ნაკადი იმოძრავებს ჩიტაძის ქუჩაზე; 
  • ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა სრულად აიკრძალება - ავტომანქანები იმოძრავებენ გერგეთის ქუჩის გავლით, სასურველი მიმართულებით. 
  • გერგეთის ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩაზე ჩამომსვლელი ავტომანქანები კი ამაღლების  ქუჩით ისარგებლებენ;
  • გ.ლორთქიფანიძის ქუჩიდან ამომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ  ამაღლების ქუჩის მიმართულებით; 
  • ასევე, დროებით აიკრძალება ჭონქაძის ქუჩაზე შესვლა ჩაიკოვსკის ქუჩის გავლით; 
  • გერგეთის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი კი იმოძრავებს მხოლოდ ამაღლების ქუჩით, სასურველი მიმართულებით.

ამ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.

კომენტარები