სასამართლო სისტემა

ევროპული საქართველოს წევრები ანა დოლიძეს და ნაზი ჯანეზაშვილს შეხვდნენ

ევროპული საქართველოს წევრები დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ თქვა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ იმ პრინციპებზე რომელიც აუცილებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის და ქვეყანაში ნორმალური სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის.

"ჩვენ ვიმსჯელეთ დამატებით წინადადებებზე, თუ როგორ უნდა შემცირდეს სასამართლოში დღეს მოქმედი არაფორმალური გავლენები, როგორ არ უნდა იყოს გამოყენებული იუსტიციის უმაღლესი საბჭო, როგორც ექსკლუზივი ე.წ კლანის გავლენის გასაძლიერებლად და არასასურველი მოსამართლეების დასასჯელად, როგორ უნდა გაიზარდოს პარლამენტში მთელი პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება ამ ქვეყანაში მათი ბედის გადამწყვეტი სასამარათლო ხელისუფლებაში. ამ კონკრეტულ წინადადებებზე ვიმსჯელეთ და პრაქტიკულად შევჯერდით. ახლო მომავალში უკვე გვექნება უმცირესობის ღია სხდომა, სადაც ოფიციალურად შედგება შეხვედრა უმცირესობის წევრებსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამათლე წევრებს შორის. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებას ჰქონდეს წარმოდგენა, ვინ, რატომ და რა დამსახურების გამო ინიშნება სასამართლო სისტემაში და ამ სისტემაში მომუშავე თითოეულ, პატიოსან მომსამართლეს საშუალება ჰქონდეს "კლანის"გარეშე დაწინაურდეს.“ - თქვა ბაქრაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ სასამართლოსთან მიმართებაში პარტიას და მათ საერთო მიზნები ამოძრავებთ. 

დღეს შევთანხმდით რომ სასამართლოსთან მიმართებაში საერთო მიზნები გვამოძრავებს. ეს მიზნები არის, კლანის ჩამოცილება სასამართლო სისტემიდან, ახალი, სისტემის გარეთ მყოფი დამოუკიდებელი ადამიანების შეყვანა სასამართლოში და ამისათვის შესაბამისი გამჭვირვალე და ღია პროცედურის წარმართვა საქართველოს პარლამენტში და კლანისათვის იმის შესაძლებლობის არ მიცემა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოიყენოს საკუთარი მიზნებისათვის.  

 

კომენტარები