ინდონეზია

ინდონეზიაში ნიანგმა, რომელიც ფერმაში არალეგალურად ჰყავდათ, ქალი მოკლა

ინდონეზიაში ნიანგმა ადამიანი მოკლა, მას შემდეგ რაც ქალი შემოსაზღვრულ ადგილას ჩავარდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 44 წლის დიზი ტუვო ფერმაში მუშაობდა, სადაც მფლობელს ნიანგი არალეგალურად ყავდა.

ტუვო 10 იანვარს ნიანგს - მერის კვებავდა, როდესაც მის ტერიტორიაზე ჩავარდა. 700 კგ-იანმა ნიანგმა, სავარაუდოდ, ქალს მკლავი და მუცლის უმეტესი ნაწილი მოაჭამა.

მისმა კოლეგებმა ცხედარი შემდეგ დილას აღმოაჩინეს. 

დიზი ტუვო

ჩრდილოეთ სულავესის ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის სააგენტოს თანამშრომელმა ჰენდრიკ რუნდენგანმა BBC-ის უთხრა, რომ რამდენჯერმე მივიდნენ დაწესებულებაში ნიანგის გადასაყვანად, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.

"აქ არაერთხელ ვიყავი, მაგრამ ღობე ყოველთვის ჩაკეტილია," - ამბობს ის.

პოლიცია ცდილობს დააკავოს იაპონიის მოქალაქე, რომელიც ნიანგის და ფერმის მფლობელიცაა. 

მფლობელის პოვნამდე რეპტილია იზოლირებულია.

მსოფლიოს მასშტაბით, ნიანგები წელში დაახლოებით 1000 ადამიანს კლავენ, რაც ზვიგენების მსხვერპლების რაოდენობას აღემატება. მხოლოდ აფრიკაში კი 100-ზე მეტი თავდასხმის შემთხვევაა, ხოლო მესამედზე მეტი ფატალურად სრულდება. 

კომენტარები