თბილისის ქუჩები, რომლებსაც 18 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 18 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების, ფარნავაზ მეფის გამზირის, მეფე მირიანის (ნაწილობრივ) და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზურაბ და თეიმურაზ ზალდასტანიშვილების ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის, ხიზამბარელის, ხიზაბავრის, ქერჩის და გმირ კურსანტთა ქუჩების მაცხოვრებლებს. 

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, იუმაშევის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მამარდაშვილის, ყირიმის, ფარავნის, ართვინის, გროზნოს, მიჩურინის, კაპანაძის, კიკვიძის, პალიასტომის, ნორიოს, როსტოვის, თეთნულდის და ქინქლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები