აშშ

ტრამპი პენტაგონში ახალი სენსორული სარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმას წარადგენს

0 კომენტარი
ფოტო: AP

გავრცელებული ინფორმაციით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენტაგონში ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის გეგმას წარადგენს, რომელიც ახალი თაობის კოსმოსურ სენსორებზე იქნება დამოკიდებული.

გეგმა აშშ-ის მიერ სენსორების სისტემის გაფართოებას მოიცავს, რათა ჩრდილოეთ კორეის მსგავსი ქვეყნებისაგან გასროლილი რაკეტები ამოიცნოს და ჩამოაგდოს.

ოფიციალური პირების თქმით ახალი სენსორები აუცილებელია იმ პირობებში, როდესაც მტრულად განწყობილი ქვეყნები საკუთარი სამხედრო ტექნიკის განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ და ისეთ სარაკეტო სისტემებს ქმნიან, რამაც, შესაძლოა აშშ-ს შეუქმნას საფრთხე.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპი ახალი სისტემის გეგმას მის მიერ დაანონსებული "კოსმოსური ძალების" შექმნის ფარგლებში გამოაცხადებს.

თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ პრეზიდენტისათვის და ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსისათვის კოსმოსი მნიშვნელოვანი სფეროა სარაკეტო თავდაცვის კუთხით, რომელშიც ინვესტირება სურთ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ტრამპმა პენტაგონს სამხედრო კოსმიური ძალების შექმნა დაავალა. ტრამპის თქმით, აშშ-ს კოსმიური ძალები, შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან როლსაც შეასრულებს.

გარდა ამისა დღეს ცნობილი გახდა, რომ 

აშშ 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვებას 2 თებერვლიდან დაიწყებს და 6 თვეში სრულად დატოვებს მას. ამის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ რუსეთის დელეგაციასთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ მიიღო. მათი თქმით შეხვედრა უშედეგო გამოდგა. აშშ-მა უარი თქვა ოფიციალური მოსკოვის შეთავაზებაზე, ინსპექტირება ჩაეტარებინა რუსული რაკეტებისთვის, რომლებიც აშშ-ის თქმით შეთანხმების პირობებს არღვევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები