ჩინეთი

ჩინურმა კომპანიამ თანამშრომლებს დასასჯელად ქუჩაში ხოხვა აიძულა [Video]

აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტენჯჟოუში ერთერთმა კომპანიამ თანამშრომლებს, რომლებმაც წლიური გეგმა ვერ შეასრულეს ქუჩაში ხოხვა აიძულა.

ვიდეო, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებიან ოთხზე კომპანიის თანამშრომლები სოციალურ მედიაში გავრცელდა და მძაფრი კრიტიკა მოჰყვა.

ადგილობრივი მედიის მიხედვით კომპანია პარფიუმერიას ყიდის. ვიდეოში ჩანს, რომ თანამშრომლები ქალები არიან. მათ წინ მამაკაცი მიუძღვით, რომელსაც ხელში ფირმის კომპანიის უჭირავს.

თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა კომპანიის წარმომადგენელს აიძულეს შეეწყვიტა თანამშრომლების დასჯა.

ჩინეთის კანონები დამსაქმებლებს თანამშრომლების დასჯის მიზნით მათი შეურაცხყოფის უფლებას არ აძლევს, თუმცა მსგავსი შემთხვევები ქვეყანაში ხშირია. მხოლოდ გასულ წელს გავრცელდა ვიდეოები და ინფორმაცია, რომ დამსაქმებლები დასჯის მიზნით თანამშრომლებს აიძულებენ სახეში 100-ჯერ გაირტყან ხელი, ჭამონ ცხარე წიწაკა, ირბინონ 10 კილომეტრი, დალიონ შარდი და ჭამონ მწერები.

კომენტარები