გრიპის ვირუსი

გრიპის ვირუსით ზუგდიდში ერთი ადამიანი გარდაიცვალა

0 კომენტარი

გრიპის ვირუსით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა.

საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ცნობით, ვირუსის ტიპი ლაბორატორიულად დადასტურებული ჯერჯერობით არ არის, - "ვირუსის იდენტიფიკაციისთვის მასალა გადაგზავნილია, ამ ეპატზე მასალა დადასტურებული არ არის, ამიტომ გარდაიცვალა თუ არა პაციენტი H1N1 ვირუსით ვერ გეტყვით", - თქვა ტაბულასთან საუბრისას სულხან ორჟონიამ.

პაციენტი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი 10 იანვარს მიიყვანეს. ამ დროისათვის, კლინიკაში გრიპის ვირუსით 27 ადამიანი რჩება, მათ შორის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

წაიკითხეთ ჩვენებები, რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ოჯახის ექიმს და გაეცანით ბოლო 10 წლის სტატისტიკას - როდის რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში გრიპის ვირუსით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები