რუსეთი

ორი რუსული Su-34 გამანადგურებელი ერთმანეთს შეეჯახა

Sputnik

რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში, იაპონიის ზღვის თავზე მანევრირებისას ორი რუსული ავიაგამანადგურებელი, Su-34 ტიპის რეაქტიული თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს. მათი თქმით თვითმფრინავები წვრთნაში მონაწილეობდნენ და ბორტზე იარაღი არ იყო განთავსებული.

ეკიპაჟმა ხომლდის დატოვება მოასწრო და ახლა მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ერთ-ერთი პილოტის პოვნა და გადარჩენა უკვე მოხერხდა.

კომენტარები