Game of thrones

სოფი ტერნერი: GOT-ში მეხუთე სეზონიდან მთხოვდნენ რომ თმა არ დამებანა

HBo

Game of Thrones-ში სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა სოფი ტერნერმა Instyle-თან სერიალზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, მას მეხუთე სეზონიდან თხოვდნენ, რომ თმა არ დაებანა.

"პირველი რამდენიმე სეზონის განმავლობაში მაძლევდნენ უფლებას რომ თმა დამებანა, რადგან სანსა სტარკი არისტოკრატი ახალგაზრდა გოგო იყო. მეხუთე სეზონიდან კი მთხოვნდნენ, რომ თმა არ დამებანა და ეს გულისამრევი იყო", - თქვა 22 წლის მსახიობმა.

სოფი ტერნერის თქმით, მან მოგვიანებით სერიალის გადაღებების დროს პარიკის ტარება დაიწყო.

"რამდენიმე წლის წინ ვეცადე, რომ წითელი ფერის თმიდან ჩემს ქერა ფერის თმა დამებრუნებინა, ამან კი ჩემი თმა გაანადგურა. სწორედ ამის გამო, სერიალის გადაღებების დროს პარიკის ტარება დავიწყე", - თქვა მსახიობმა.

Game of Thrones-ის უკანასკნელი, მერვე სეზონი 2019 წლის 14 აპრილს გამოვა.

კომენტარები