არჩევნები 2018

აუდიტის სამსახური ითხოვს დაჯარიმდეს: ენმ - 73 440, ევროპული საქართველო -123 474 ლარით

0 კომენტარი
ფოტო: აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახური ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის დაჯარიმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. 

საქმე წინასაარჩევნო პერიოდში უკანონო შემოწირულობებს ეხება. 

სასამართლოში გაგზავნილია სალომე ზურაბიშვილის და კამპანიის დროს ხარჯის გამწევი პარტიის (ქართული ოცნების) დაჯარიმების მოთხოვნაც. სულ 9 საქმე. კიდევ 5-ზე კი სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა. 

უფრო კონკრეტულად, სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია შემდეგ ადმინისტრაციული საქმეები: 

აუდიტის სამსახური სალომე ზურაბიშვილს ედავება: 

მოძრაობა „მე ვიცავ თავისუფლებას“ მიერ თელავის, რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის და თბილისის თეატრების ფართის დაქირავება.ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ. შემოწირულობის ოდენობა - 16,400 ლარი ჯარიმის ოდენობა - 32,800 ლარი; 

მოძრაობა "არა ნაციზმს" მიერ რეგიონებში ხალხის ტრანსპორტირების ხარჯი. ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ. შემოწირულობის ოდენობა - 9,200 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 18,400 ლარი; 

მოძრაობა "არა ნაციზმს" მიერ თბილისში, რუსთაველის გამზ. N34-ში ნაქირავები ოფისის ხარჯი. ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ. შემოწირულობის ოდენობა - 3,000$ (8,160 ლარი)  ჯარიმის ოდენობა - 16,320 ლარი;

"ქართული ოცნების" FACEBOOK გვერდზე საარჩევნო სააგიტაციო პოსტების დაფინანსების ხარჯი. ოქმი შედგენილია "ქართული ოცნების“ მიმართ, შემოწირულობა - 99,585 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 199,170 ლარი;

ნაციონალურ მოძრაობას ედავება: 

ნაციონალური მოძრაობა - შპს "ავტოჰაუსი - რუსთავი 2011"--ის მიერ განხორციელებული შემოწირულება. ოქმი შედგენილია კომპანიის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვის ვალდებულება - შემოწირულობა - 30,000 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 60,000 ლარი;

ნაციონალური მოძრაობა „ქრისტიან-კონსერვატორული პარტიის“ მიერ თელავსა და გორში ნაქირავები 2 ოფისის გამოყენება. ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ. შემოწირულობის ოდენობა - 6,720 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 13,440 ლარი;

ევროპულ საქართველოს ედავება: 

ევროპული საქართველო 'მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" მიერ ნაქირავები 17 ოფისის გამოყენება „ევროპული საქართველოს“ მიერ. ოქმი შედგენილია შემოწირულების მიმღების მიმართ. შემოწირულობის ოდენობა - 51,737 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 103,474 ლარი;

ევროპული საქართველო ფ/პ ნათია მილდიანი. ოქმი შედგენილია შემოწირულების განმახორციელებლის მიმართ, ხოლო პარტიას უნდა დაეკისროს მიღებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა. შემოწირულობის ოდენობა - 10,000 ლარი, ჯარიმის ოდენობა - 20,000 ლარი;

სახელმწიფო ხალხისთვის ჯამური დეკლარაციის წარმოუდგენლობა - 2,000 ლარი; 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსური მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ მიღებული შემოსავალი შეადგენს 25,397,818 ლარს, გაწეული ხარჯი კი - 24,711,584 ლარს.

ანგარიში მოიცავს საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის ხარჯებსა და შემოსავლებს 1-ლი აგვისტოდან 14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

სრულად ნახეთ აქ. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები