ავსტრალიის ღია პირველობა

აკრედიტაცია ფედერერსაც სჭირდება - ჩოგბურთელი დაცვის თანამშრომელმა არ გაატარა [VIDEO]

წესი ყველასთვის წესია, ისეთი ვარკსკვლავებისთვისაც კი, როგორიც როჯერ ფერედერერია - ავსტრალიის ღია პირველობაზე ჩოგბურთელი გასახდელში აკრედიტაციის გარეშე არ შეუშვეს.

ფედერერი, რომელიც შაბათ დღეს ვარჯიშობდა, გასახდელის შესასვლელთან მელბურნის კორტის ერთერთმა თანამშრომელმა შეაჩერა. ვიდეოში ჩანს, რომ ტურნირის მოქმედ ჩემპიონს აკრედიტაციის თან არ ქონაზე მიუთითებენ, რომელზეც მისი სახელი, გვარი და ფოტო უნდა იყოს დატანილი.

პლანეტის ერთერთ ერთი ყველაზე ცნობილ სპორტსმენს კამათი არ დაუწყია, ის  მოთხოვნას დაემორჩილა და მოთმინებით დაელოდა მისი გუნდის წევრების მოსვლას, რომელთაც აკრედიტაციაც მოუტანეს.

კომენტარები