უბედური შემთხვევა

13 წლის ბიჭის ცხედარი აფრიკის დასახლებაში თხრილში იპოვეს, ის, სავარაუდოდ, ჯართს აგროვებდა

0 კომენტარი
ფოტო: რუსთავი 2

თბილისში აფრიკის დასახლებაში დაკარგული 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

ბავშვის ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს მას შემდეგ მიმართეს, რაც სახლიდან გასული ბიჭი უკან აღარ დაბრუნდა. ცხედარი იმავე დღეს, 18 იანვარს, საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, თხრილში იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ქარხნის მახლობლად თხრილში ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ქვეშ მოიყოლა.

რუსთავი 2-ის ცნობით, სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად ბიჭს ხშირად უწევდა ჯართის შეგროვება.

ტელევიზიასთან საუბარში მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ბავშვს მახლობლად დატოვებული ველოსიპედითა და ჯართის შესაგროვებლად საჭირო ხელსაწყოებით მიაგნეს.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში დღეს გადაასვენეს. გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკველობამდე მიყვანის, ასევე 240-ე, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბესელია კილაძეს: დაწყნარდი, შეგიძლია, გაიარ-გამოიარო და შემდეგ შემოხვიდე

კომენტარები