გიორგი ლორიას ტრანსფერი

გიორგი ლორია გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბმა წარადგინა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრელებს. მე-2 ბუნდესლიგის კლუბ მაგდებურგის ოფიციალურმა საიტმა ლორიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ლორიას ბოლო კლუბი კრილია სოვეტოვი იყო, რომელიც 2018 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ გიორგის თავისუფალი აგენტის სტატუსი ჰქონდა.

გიორგის ახალი კლუბი ამჟამად მე-2 ბუნდესლიგაში 11 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს და მე-16, მე-15 ადგილზე მყოფ გუნდებს 2 ქულით ჩამორჩება. 

კომენტარები