უსახლკაროთა თავშესაფარი

პრემიერლიგის კლუბი კრისტალ პალასი ყინვებისას სტადიონზე უსახლკაროებს შეიფარებს

CRYSTAL PALACE FC

პრემიერლიგის საფეხბურთო კლუბმა კრისტალ პალასმა სტადიონის ტერიტორიაზე უსახლკაროების თავშესაფრისთვის სივრცე გამოჰყო.

ზამთრის ყინვების დროს, ლონდონში მდებარე სელჰერსტ პარკის სტადიონზე ღამის გათევა ერთდროულად ათ უსახლკარო ადამიანს შეუძლია. კლუბის წარმომადგელების თქმით, მათ ცხელი საკვებით, საუზმითა და ბანაობისთვის საჭირო ნივთებითაც უზრუნველყოფენ. ამ შესაძლებლობით ხუთშაბათს უკვე ისარგებლა რვა ადამიანმა.

საშინაო მატჩების დროს, როდესაც სტადიონი დაკავებული იქნება, კლუბი სახელდახელო თავშესაფრებს ცენტრალური ლონდონისა და კროიდონის სხვა ნაწილებში მოაწყობს.

 

კომენტარები