კარბამიდის ტერმინალი

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პირდაპირ ეთერში სასუქი კარბამიდი შეჭამა

0 კომენტარი
ფოტო: აჭარის ტელევიზია

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ლადო მგალობლიშვილმა აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში მინერალური სასუქი კარბამიდი შეჭამა. დეპუტატმა ეს ნივთიერების უსაფრთხოების საილუსტრაციოდ გააკეთა მათ პასუხად, ვინც ბათუმის პორტში კარბამიდის ტერმინალის დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს.

„პირდაპირ ეთერში შევჭამამე ის ნივთიერება, რისი ტერმინალიც შენდება. იძულებული გავხდი, ეს გამეკეთებინა, რომ ამ ტყუილებისთვის ბოლო მოგვეღო. აშენდება ბათუმში ტერმინალი და აი ამ ნივთიერების გადაზიდვა მოხდება, მეტი არაფერი. დანარჩენი, რასაც ამბობენ, თითქოს ფეთქებადსაშიში ნივთიერება უნდა გადაიზიდოს, მაგას ჭირდება ღია სივრცე, დახურულ სივრცეში ვერ გადაიზიდება“ - თქვა მგალობლიშვილმა.

ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შესახებ მემორანდუმი რამდენიმე დღის წინ გაფორმდა. მშენებლობის მოწინააღმდეგეების მტკიცებით, ის ქალაქისთვის, გარემოსთვის და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ისინი აქციის გამართვასაც გეგმავენ. კომპანია Wondernet Exspress Investment Group-ის წარმომადგენელები ამბობენ, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს და ტერმინალის პროექტის შემუშავებაში ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ბათუმის მერია მშენებლობის ნებართვის გასაცემად გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნას ელოდება.
 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები