ჰომოფობია

შსს: ჰომოფობიური მოტივით ჩადენილი ძალადობისთვის 1 პირი დავაკავეთ

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს დაბადებულ პ.ს.-ს.",- აცხადებენ შსს-ში

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

კომენტარები