საკადრო ცვლილებები

სუს-ის უფროსის მოადგილედ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა

0 კომენტარი
ფოტო: 2020news

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მან ამ თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 

ცნობისთვის, სუს-ში საკადრო ცვლილებები ბოლო ერთი კვირაა მიმდინარეობს. უწყების რეგიონული სამსახურის უფროსებს დაკავებული თანამდებობები დაატოვებინეს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები