მეხანძრეები

პარაგვაელი მეხანძრეები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ - ფოტოები

0 კომენტარი

პარაგვაელი მეხანძრეები პროტესტის ნიშნად გაშიშვლდნენ. ამის შესახებ abcnews წერს. 

ფატიმა ოლმედო პირველი იყო ვინც კამერების წინ ორსულმა იპოზიორა. მას სხვა მეხანძრეებმაც მიბაძეს. 

"პროტესტის ამ ფორმას იმიტომ მივმართეთ, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად შიშველი დაგვტოვა"- ამბობს ერთ-ერთი მეხანძრე. 

როგორც ირკვევა, ხელისუფლება ამ სადგურს, რომელიც დედაქალაქთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში მდებარეობს და 16 ათას ადამიანს ემსახურება, ყოველ თვე მხოლოდ 600 დოლარით აფინანსებს.

მათ ფოტოები ესპანელმა ფოტოგრაფმა ხოსე მარია გუერერომ გადაუღო. შიშველი მეხანძრეების ფოტოები კალენდარში დაიბეჭდა, რომლის გაყიდვებით მიღებული თანხა სახანძრო სადგურის დაფინანსებას მოხმარდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები