სიმსივნე

სიმსივნით დაავადებული კაცი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შვილის ქორწილში იცეკვა, გარდაიცვალა [VIDEO]

0 კომენტარი

ალაბამელი ჯიმ რობერტსი ქალიშვილის ქორწილიდან ორ კვირაში ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა. სწორედ ამ ქორწილში შედგა ავადმყოფობის ტერმინალურ სტადიაში მყოფი მამის ცეკვა შვილთან, რომლის ამსახველი გულისამაჩუყებელი ვიდეო ინტერნეტში ბევრმა იხილა.

მერი ბორნი ბატსის ქორწილი 29 დეკემბერს გაიმართა. საცეკვაო მოედანზე მას მამა ეტლით დაჰყავდა. რობერტსი 15 იანვარს გარდაიცვალა.

რობერტს გლიობასტომას (თავის ტვინის კიბო) დიაგნოზი 2017 წელს დაუსვეს. შესაძლოა, ის შვილის ქორწილს ვეღარც მოსწრებოდა, თუმცა მერი დაინიშნა და მამა-შვილმა დიდი ხნის ოცნების ახდენა შეძლო - ქორწილში ერთად იცეკვეს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები