ხანძარი

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში გაჩენილ ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთის სამთო კურორტ კურშეველში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა და 22 დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ინფორმაციით დაშავებული 4 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. 3 მათგანი ვერტმფრენით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

შენობაში სადაც ხანძარი გაჩნდა 60 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი სხვადასხვა სასტუმროებში მომუშავე პერსონალია. მათი უმეტესობა უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

ცეცხლის ლოკალიზებისთვის მეხანძრეებს რამდენიმე საათი დასჭირდათ. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. 

კომენტარები