გაუჩინარებული მეზღვაური

22 წლის ქართველ მეზღვაურს 2 კვირაა ეძებენ, ის ლიბიაში დაიკარგა

Reuters

ქართველ მეზღვაური, 22 წლის დავით რაზმაძე, 2 კვირაა გაუჩინარებულია. ის ლიბიაში დაიკარგა. 

რუსთავი 2-ის ცნობით, გემი გუმინ ლიბიის ნავსადგურში იდგა. რაზმაძის გაუჩინარება მისმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა. 

როგორც ინტერპრესნიუსს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა უთხრა, მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. 

"2019 წლის 16 იანვარს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ლიბიაში მყოფ მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ‘Mv Dogan Bey (თურქი გემთმფლობელი) მუშაობისას, ლიბიის ნავსადგურში misurata 07.01.2019 ვახტაზე ყოფნისას დაიკარგა ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო გზით ცდილობს სიტუაციის დადგენას. ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც დიპლომატიური არხებით, ისე გემის, დროშისა და გემთმფლობელის მიმართულებით. დღეს გემთმფლობელის წარმომადგენელი ჩავიდა ლიბიაში, რათა ადგილზე მოახდინოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება",- თქვა თამარ იოსელიანმა ინტერპრესნიუსთან.

რუსთავი 2-ს კი უთხრა: 

"დღეს განვაახლეთ ისევ სამუშაოები. ლიბიაში არ არის სტაბილური სიტუაცია. განახლდა საომარი მოქმედებები და, შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოს რაც კი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ დაადგინოს ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი, ყველაფერი გამოყენებული გვაქვს". 

კომენტარები