თბილისის ქუჩები, რომლებსაც 21 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 21 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით თავხელიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის და მეფე არჩილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ვასაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის მოედნის, ორთაჭალის და გორგასლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11 საათიდან 11:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჯიქიას, ბეგაშვილის, ანდღულაძის, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები