#PourItForward

ქერი ბრედშოუს დაბრუნება - რას გვეუბნება სარა ჯესიკა პარკერის ახალი ვიდეო

მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა, რომელსაც მაყურებლის დიდი ნაწილი Sex And The City-ში შესრულებული ქერი ბრედშოუს როლით იცნობს, Instagram-ზე რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქ​ვეყნა

ვიდეო Sex And The City-ის საკულტო ქუდის ე.წ რიმეიქ​ია - მას ბალერინას კაბა აცვია და მუსიკალური გაფორმებაც შესაბამისია. 

სარა ჯესიკა პარკერმა დაწერა: 

"ჩემი ძველი მეგობარი. 

ის ცოტა ხნით დაბრუნდება. თანამშრომლობს დიდებულ ბრენდთან და მხარს უჭერს საკითხს, რაზეც ყველანი ვღელავთ. დანარჩენსაც გაიგებთ". 

ქერის დაბრუნება მესამე ფილმის ანონსი არ არის - ვიდეოს ბოლოს ჩნდება ჰეშთეგი #PourItForward. 

თუ ამ ჰეშთეგს დავგუგლავთ, ვნახავთ, რომ ის სტელა არტუას Stella Artois' Water.org partnership-თან არის დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, მსახიობ მეთ დეიმონის მიერ არის დაარსებული და უკვე 5 წელია, მრავალ ოჯახს ეხმარება, რათა მათთვის სუფთა წყალი იყოს ხელმისაწვდომი. 

თუმცა, კონკრეტულად როგორი იქნება სარა ჯესიკა პარკერის და  მისი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟის, ქერი ბრედშოუს წვლილი ამ საქ​მეში, ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები