ფოტოგრაფმა Tinder-ზე გაცნობილ ადამიანებს ინტიმური ფოტოები გადაუღო. სერიის მიზანი უცნობებს შორის სერიოზული ურთიერთობების განსახიერებაა.
ახალგაზრდა ფოტოგრაფის ინსპირაციის წყარო ადამიანთა პირადი ურთიერთობებია, რომლებიც რეალურ ცხოვრებასა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთისაგან განსხვავდება.
ყოველი ფოტოს ქვედა მარცხენა კუთხეში მითითებულია დრო, თუ რამდენი ხნის წინ გაიცნეს ერთმანეთი ფოტოგრაფის ობიექტივში მოხვედრილმა, ერთმანეთისთვის სრულებით უცნობმა ადამიანებმა.