ორშაბათს დილით დედამიწის ჩრდილმა, ერთი საათის და ორი წუთის განმავლობაში, მთვარე გადაფარა. მსოფლიოს უმეტესი რეგიონებიდან მთვარე სრულად დაბნელდა, ხოლო საქართველოდან მხოლოდ ნაწილობრივ.
დაბნელებასთან ერთად მთვარე უჩვეულოდ დიდი და კაშკაშა იყო, ვინაიდან დაბნელება სუპერმთვარეს დაემთხვა - ამ იშვიათი ასტრონომიული მოვლენის მიზეზი მთვარის დედამიწის ორბიტასთან ჩვეულებრივზე ახლო მანძილზე ყოფნაა. დედამიწის ატმოსფეროში სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე სინათლის მოხვედრამ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს წითელი შეფერილობა შესძინა.