ლევან ჩხაიძე

ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა

ტვ პირველი

ტელეწამყვანი, ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტი, ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია უკვე ცნობილია ოჯახისთვის.

ლევან ჩხაიძე ბუდაპეშტში იმყოფებოდა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ის 33 წლის იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკონსულო ჩართულია და დაწყებულია გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა.

ტაბულა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს ლევან ჩხაიძის ახლობლებს.

კომენტარები