ჰაცუ ბაშოს მე-9 საშეჯიბრო დღეს ქართველმა მებრძოლმა გაგამარუმ მე-4 მარცხი იწვნია.
თეიმურაზ ჯუღელი მიტორიუს შეხვდა და უავატენაგეს ილეთით დამარცხდა. ამ დროისთვის, გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 5:4-ზეა. მას დადებით ბალანსამდე 3 გამარჯვება აკლია.
გაგამარუს მომდევნო მეტოქე კიოკუტაისეი იქნება, ვისთანაც მას უარყოფითი ბალანსი 2:5-ზე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოდან ტრავმის გამო მოიხსნა.
სუმო