შუალედური არჩევნები

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

0 კომენტარი

ოპოზიციური გაერთიანება ძალა ერთობაშია შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გაერთიანების ლიდერებმა დღეს გამართულ შეხვდრაზე მიიღეს. გარდა ამისა მერის არჩვენები გაიმართება რამდენიმე რეგიონშიც. კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით ოპოზიციას ჯერ გადაწყვეტილება არმიუღია. 

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვანახოთ თუ როგორ შეიძლება შეებრძოლოთ სისტემას. გამოვავლინოთ ის მანკიერებები, რაც საარჩევნო კოდექსს აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა ფრონტზე სადაც არის ქართული ოცნება, იყვნენ დამარცხებულები.“-ამბობს პაატა დავითაია.

„ყველა დემოკრატიული სივრცე უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ უფრო მეტ წერტილებში და მეტ ოლქებში იყოს პრობლემა ხელისუფლებისთვის, რომელიც  ყოველ დღე აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ და სამოქალაქო ყოფას,“-თქვა ნიკა მაჭუტაძემ

საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარლამენტის უახლოესი შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება. ცესკომ კენჭისყრის ზუსტი თარიღი არჩევნებამდე არაუგვიანეს ორი თვით ადრე უნდა გამოაცხადოს. მას შემდეგ რაც სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა, ვაკანტური არის მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ადგილი პარლამენტში. ასევე შუალედური არჩევნები ჩატარდება სხვადასხვა რეგიონების საკრებულოს გამოკლებული წევრების ასარჩევად. ესენია: ოზურგეთის, საგარეჯოს, ადიგენის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში და ასევე რამდენიმე რეგიონშიც სადაც თვითმმართველი ქალაქების მერებს აირჩევენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები