გაუჩინარებული მეზღვაური

ლიბიაში დაკარგული მეზღვაური გარდაცვლილი იპოვეს

Reuters

ლიბიაში დაკარგული მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია ტაბულას საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში დაუდასტურეს. 

სამსახურის განცხადებით, პირველადი დათვალიერებით, ნაპოვნი ცხედარი სწორედ მეზღვაურ დავით რაზმაძეს ეკუთვნის. 

"ტარდება ექსპერტიზა და დანარჩენი დეტალების გარკვევა", - თქვეს სააგენტოში. 

22 წლის დავით რაზმაძეს 2 კვირის განმავლობაში ეძებდნენ. ის ლიბიაში მორიგეობის დროს 7 იანვარს დაიკარვა. რუსთავი 2-ის ცნობით, რაზმაძის გაუჩინარება მისმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა. 

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ უწყებაში შეტყობინება 16 იანვარს შევიდა. 

კომენტარები