პრინცი ფილიპეს ავტოავარია

ბრიტანეთის პრინცის ფილიპეს მანქანის ნაწილები, რომლებიც ავარიას გადაურჩა, EBAY-ზე იყიდება

დიდი ბრიტანეთის 97 წლის პრინცი ფილიპე 17 იანვარს ავტოავარიაში მოყვა. პრინცი ფილიპე უვნებლად გადარჩა, მისი მანქანა კი საგრძნობლად დაზიანდა.

ავტოავარიიდან რამდენიმე საათში შემთხვევის ადგილზე რამდენიმე ადამიანი მივიდა და ის მანქანის ნაწილები შეაგროვა, რომლებიც ავარიას გადაურჩა. ამის შემდეგ კი რამდენიმე საათში eBay-ზე სწორედ პრინცი ფილიპეს მანქანის ნაწილები გაჩნდა.

მაგალითისთვის, საქარე მინის ნამსხვრევების ფასმა აუქციონზე 65 900 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

საქარე მინის ნამსხვრევების ფასმა აუქციონზე 65 000 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.
ფოტო: eBay

მანქანის ნაწილების გამყიდვლების თქმით, ის თანხა, რაც გაყიდვის შედეგად მოგროვდება, სიმსივნის კვლევებს მოხმარდება.

"ნივთები გამოყენებულია. ნაწილები სავარაუდოდ აღარ არის გამოყენებადი, მათ მარტივად და ნათლად დაინახავთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში. თანხა გადაირიცხება სიმსვინის კვლევებში", - წერია მანქანის ნაწილების აღწერაში.

ფოტო: eBay

პრინცი ფილიპე ავტოავარიაში 17 იანვარს მოყვა. ის მაქანაში მარტო იყო და უვნებლად გადარჩა. მეორე ავტომობილში ორი ქალი და ცხრა თვის ბავშვი ისხდნენ, ბავშვს დაზიანებები არ მიუღია, ქალები კი მსუბუქად დაშავდნენ. თვითმხილველი ამბობს, რომ ჰერცოგის ავტომობილი სწრაფად მიდიოდა და გზის მეორე მხარეს გადავიდა. პოლიცია ირწმუნება, რომ გამოძიება სამეფო ოჯახის წევრს პრივილეგიებს არ მიანიჭებს.

კომენტარები