თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო.
უწყებაში ამბობენ, რომ აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან - თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 იანვრის 07:00 საათამდე გადაიკეტება.
თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.