აფხაზეთი

აფხაზეთში ავარიის შედეგად 3 რუსი სამხედრო დაიღუპა

აფხაზეთში, წებელდას რაიონში რუსული ჯავშანტრასპორტი ხევში გადავარდა და 3 რუსი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. 

ინციდენტი 18 იანვარს მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ, 21 იანვარს გავრცელდა. ავარია მაშინ მოხდა, როცა სამხედრო კოლონა სამთო პოლიგონიდან მუდმივი დისლოკაციის ადგილისკენ გადაადგილდებოდა. ერთი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა. 

მედიის ინფორმაციით, ავარიის შედეგად 2 რუსი სამხედროც დაშავდა. ისინი ჰოსპიტალში ვერტმფრენით გადაიყვანეს. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზად განიხილება ტექნიკის გაუმართაობა და მძღოლის არაპროფესიონალიზმი. 

კომენტარები