მსოფლიო

კაფე ინგლისში, რომელშიც მხოლოდ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ

0 კომენტარი

ინგლისის ქალაქ ლიდსში მდებარე ერთ-ერთ კაფეს თანამშრომლებად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი აყავს, რათა მათ გამოცდილება შეიძინონ.

კაფე 21, რომელიც ცოლ-ქმრის მიერ დაფუძნებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას ეკუთვნის, 18-იდან 24 წლამდე ახალგაზრდებს ეძებს, რომელთაც დაუნის სინდრომი აქვთ და სამუშაო გამოცდილების შეძენა სურთ.

მაგალითად, 21 წლის კეტრინ ო'დონელი შეკვეთებს ამზადებს და მაგიდებს ასუფთავებს.

"ახალგაზრდა ადამიანები აქ წარმატებებს აღწევენ. გახსნიდან ერთ კვირაში თანამშრომლებს ჯანდაცვისა და უსაფრთხოების კურსები ჩავუტარეთ, მათ შეეძლებათ რომ ეს ინფორმაცია სივიში შეიტანონ. მე ერთ-ერთი თანამშრომლის მშობელს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ მისი ვაჟი ყოველ დილას მაღვიძარასთან ზის და ელოდება როდის მოვა სამსახურში წასვლის დრო", - თქვა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.

კაფე რამდენიმე დღის წინ 12 იანვარს გაიხსნა და გაფართოებას აპირებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები