ავარია

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

flickr

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.

უწყების ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

კომენტარები