ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ჯაფარიძემ პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობა აიღო, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჰქვია

0 კომენტარი

ზურა ჯაფარიძემ პირადობის დამადასტურებელი ახალი მოწმობა აიღო, სადაც ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ჰქვია. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნებამდე 1 თვით ადრე მიმართა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით, მეორე სახელად მისთვის "გირჩი" ჩაეწერათ. ამის მიზეზი იყო ის, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავდაპირველად ცესკო უარს ამბობდა, ჯაფარიძე ოფიციალურად პარტია გირჩის სახელით ყოფილიყო წარმოდგენილი. შესაბამისად, ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ჯაფარიძეს ამომრჩევლისათვის მიცემული პირობა შეესრულებინა, რომლის მიხედვითაც 2018 წლის არჩევნებზე ბიულეტენზე აუცილებლად დაეწერებოდა "გირჩი", მას სახელი უნდა შეეცვალა. 

თუმცა, მოგვიანებით, ცესკომ გირჩს უფლება მისცა, რომ არჩევნებზე სწორედ პარტიას წარედგინა ზურაბ ჯაფარიძის კანდიდატურა. 8 ოქტომბერს ჯაფარიძემ სამინისტროსგან მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო, სადაც ეწერა, რომ პროცედურა დასრულდა. გამომდინარე იქიდან, რომ ის გასაუბრებაზე არ დაუბარებიათ, პოლიტიკოსის თქმით, მან ჩათვალა, რომ მისი მოთხოვნა გააუქმეს. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ჯაფარიძე 2018 წლის 8 ოქტომბრიდან ოფიციალურად ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა, თუმცა მან ამის შესახებ, 2019 წლის 9 იანვარს გაიგო. ამასთან, 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში ბიულეტენზე მისი ძველი სახელი "ზურაბ ჯაფარიძე" ეწერა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები