ჰოლივუდის წყვილები

People: ბრედ პიტი და შარლიზ ტერონი ერთმანეთს არ ხვდებიან

InStyle Magazine Australia

უკვე რამდენიმე დღეა ბრედ პიტისა და შარლიზ ტერონის რომანის შესახებ ცნობები აქტუალურია.

თავდაპირველად ახალი, ჰოლივუდური წყვილის შესახებ გამოცემა The Sun-მა დაწერა. ტაბლოიდი წყაროზე დაყრდნობით, წერდა რომ პიტი და ტერონი ერთმანეთს შობის მერე ხვდებიან. 

მსახიობების წარმომადგენლებს ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა People წერს, რომ მათ რომანი არ აქვთ. 

გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მსახიობები 2018 წელს, სარეკლამო რგოლის გადაღებების დროს შეხვდნენ.

"დაახლოებით 6 თვის წინ შეხვდნენ ერთმანეთს გადასაღებ მოედანზე. ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან, არც ხვდებოდნენ და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა",- წერს გამოცემა. 

55 წლის ბრედ პიტი და 43 წლის შარლის ტერონი გასულ წელს Breitling-ის რეკლამაში, მსახიობ ადამ დრაივერთან ერთად მონაწილეობდნენ. კომპანიამ ფოტოები და ვიდეო სექტემბერში გამოაქვეყნა. 


ფოტო: Breitling Cinema Squad

კომენტარები