ჯასტინ ტიმბერლეიკმა ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოში კიბოთი დაავადებული ბავშვები მოინახულა.
რამდენიმე დღით ადრე ბავშვებმა ვიდეო ჩაწერეს, სადაც ჯასტინ ტიმბერლეიკს თხოვენ რო მათთან მივიდეს.
37 წლის მომღერალი ბავშვებთან მივიდა, მათთან ერთად სურათები გადაიღო, საჩუქრები მიუტანა და ავტოგრაფები დაუტოვა.
ანაბელა ლუგოსის თქმით, რომლის შვილიც 4 წლის ჯექსონი სამი თვიდან მკურნალობს კიბოს, ჯასტინ ტიმბერლეიკი ყველა ოთახში შევიდა და საავადმყოფოში მყოფი ყველა ბავშვი მოინახულა.
"ის ძალიან თავმდაბალი იყო. მას გულწრფელად სურდა, რომ ყველა ბავშვი გაეხარებინა და ყველა ბავშვის ცხოვრებაში შეეტანა ნათელი მომენტები", - თქვა ანაბელა ლუგოსიმ.