უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები

იულია ტიმოშენკო უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

Цензор.НЕТ

უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი და პარტია "ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ამის შესახებ ტიმოშენკომ კიევის სპორტის სასახლეში გამართულ პარტიის ყრილობაზე თქვა. 

"დიადი ქვეყნის შექმნა არის ჩემი მიზანი და უკან არ დავიხევ. ამიტომაც მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას"- თქვა ტიმოშენკომ სიტყვით გამოსვლის დროს. 

ტიმოშენკო საარჩევნო ლოზუნგი "მჯერა" იქნება.მან სამოქმედო გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, თუ ამ გეგმას არჩევიდან 100 დღის განმავლობაში ვერ შეასრულებს, გადადგება.

იულია ტიმოშენკო პრეზიდენტობისთვის უკვე მესამედ იბრძოლებს. 2010 წელს ის ვიქტორ იანუკოვჩთან მეორე ტურში დამარცხდა. ხოლო 2014 წელს მოქმედ პრეზიდენტ პერტო პოროშენკოსთან, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა.  

კომენტარები