თბილისის ქუჩები, რომლებსაც 23 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 23 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, დიღმის მასივის III, VI კვარტლების, აკაკი ბელიაშვილის და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აღმაშენებლის ხეივნის, აკაკი გელოვანის, ძმები კარბელაშვილების, სიხარულის, ივანე სარიშვილის, აკაკი ბაქრაძის, ნიჟარაძის, ხახულის, სიხარულიძის, აისის, ეგრისის, ფერაძის და გვიმრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ბუდაპეშტის, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის, ლვოვის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის, ვახტანგ ჩიქოვანის, მეგრელიძის, მეფე არჩილის, ტირიფების, თუთის, ლისის, მუხის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ურიცკის, მაცეხის, ორხევის, ქედის, კალატოზის, გაბისკირიას, ელენე ახვლედიანის, სპარტაკის, სამრეკლოს, სამოქალაქოს, კონსტანტინე ერისთავის, კარდანახის, გრემის, შემოსავლის, ბახვის და გაბისკირიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები