რუსეთი

რუსი ბლოგერი ვიდეოს გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელები "კანონიერი ქურდის" დაკრძალვაზე არიან

medusa

2019 წლის 8 იანვარს არმუსკში, რომელიც ხაბაროვსკიდან 150 მილის მანძილზე მდებარეობს, ცნობილი ე.წ კანონიერი ქურდი, იური ზარუბინი დაკრძალეს . 

იმავე დღეს, ტვიტერის მომხმარებელმა, მიხაილ სვეტლოვმა გამოაქვეყნა დაკრძალვის ცერემონიის კადრები, რომელიც ადგილობრივი ქალის მიერ იყო გადაღებული. სვეტლოვი ირწმუნება, რომ ცერემონიალმა ხელი შეუშალა საგზაო მოძრაობას (ქალი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, ამბობს, რომ ასე ყოფილა).

ტვიტერზე ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში მომხმარებელმა, სახელით VictorKvert2008 დაწერა, რომ ადამიანები, რომლებსაც ცერემონიალზე კუბო მიჰქონდათ, სავარაუდოდ,ქალაქის პროკურორი და პოლიციის შეფი იყვნენ. 

საინფორმაციო სააგენტო როსბალტის ცნობით, დაკრძალვის ცერემონიალის შესახებ არმურსკის კიდევ სხვა მცხოვრებმა დაწერა და თავის მიერ გადაღებული ვიდეოს გამოქვეყნებას გეგმავდა იმაზე მითითებით, რომ ​ პროცესიაში მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა, ვინაიდან მას ოფიციალური პირები დაემუქრნენ. 

სამართალდამცავი უწყების ადგილობრივი წარმომადგენლები უარყოფენ რომელიმე ოფიციალური პირის მონაწილეობას განგსრეტის დაკრძალვის ცერემონიალში, რაიონის პროკურატურის წარმომადგენელმა კი თქვა, რომ ქალაქის პროკურორი ამ დღეს ხაბაროვსკში იყო. 

ოფიციალური პირები ასევე უარყოფენ იმას, რომ დაკრძალვის ცერემონიალის გამო საგზაო მოძრაობა შეჩერდა. მათ მიუთითეს, რომ დააჯარიმეს ისინი, ვინც მანქანები შეაჩერა. 

მათივე თქმით, პირი, ვინც ეს ვიდეო გაასაჯაროვა, ნასამართლევია, თუმცა, მისი სახელი არ უთქვამთ. 

შემდეგ პოლიციამ ადგილობრივი ბლოგერის შევიწროება დაიწყო იმის გამო რომ, მან ტვიტერზე მიხეილ სვტლოვის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო გადაპოსტა. ვიქტორ ტოროპცევი ამბობს, რომ მან დაკრძალვის კადრები იუთუბსა და ინსტაგრამზეც დადო, მაგრამ 15 წითის შემდეგ წაშალა. 

როგორც მან თქვა, სწორედ 15 წუთის შემდეგ მას ადგილობრივი პოლიციიდან დაურეკეს და განყოფილებაში დაკითხვისთვის დაიბარეს. 

ამის შემდეგ როგორც პოლიციამ, ისე რაიონის პროკურატურამ ის მრავალჯერ გამოიძახა. 

"ჩემი არხი არ ყოფილა პირველი, ვინც ეს ვიდეო გამოაქვეყნა, მაგრამ მე ვისჯები", - თქვა ბლოგერმა.  

12 იანვარს, საგზაო პოლიციელმა დააკავა ბრალდებით, რომ მისი დოკუმენტები ვადაგასული იყო, პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა და მართვის მოწმობა ჩამოართვა. ოფიციალური პირების თქმით, მათ ვადა 2018 წლის მაისში გაუვიდა. თუმცა, ტოროპცევი ამას უარყოფს. 2 დღის შემდეგ მას 10 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. ბლოგერმა მაშინვე გამოაცხადა შიმშილობა, მოითხოვა გათავისუფლება და მართვის მოწმობის დაბრუნება. 

იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა არ შეწყდება, ტოროპცევს კანადაში ემიგრაციასაც ურჩევენ. 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოძიება სამართალდამცველებს მიმართ ცილისწამების მუხლით დაიწყო. ამ სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად 17 იანვარს, საგამოძიებო კომიტეტის რეგიონალური ოფისის გვერდზე გაჩნდა, თუმცა მოგვიანებით ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გაქრა. თუმცა, როდესაც კრემლის საინფორმაციო სააგენტოებმა, TASS-მა და RIA Novosti-მ ამბის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, გამოძიების შესახებ კომიტეტის საიტიდან წაშლილი ჯერაც არ იყო. 

გამოძიების ფარგლებში ტოროპცევის ერთ-ერთი მეგობრის სახლიც გაჩხრიკეს. 17 იანვრის დილას მათ მიხაილ პოტაპენკოვის სახლში, კომსომოლსკის ოლქში რეიდი მოაწყვეს. პოლიციამ გაიტაცა პოტაპენოვის კომპიუტერი, თუმცა, უარი თქვა, მისთვის ორდერი წარედგინა. 

კომენტარები