საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო: ბათუმში უნებლიე გასროლის შედეგად ჯარისკაცი დაიჭრა

ბათუმში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, უნებლიე გასროლის შედეგად ჯარისკაცი დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურემ, უ.გ-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა უნებლიე გასროლა, რის შედეგადაც ქ. ბათუმში დისლოცირებულ ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალების შენახვის ბაზის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურე მ. გ. დაშავდა", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, ჯარისკაცს ჭრილობა მარჯვენა იდაყვის არეში აქვს მიყენებული. მას საჭირო
გამოკვლევები და პროცედურები ბათუმში, სამედიცინო დაწესებულებაში უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტზე თავდაცის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები