დონალდ ტუსკი: ვაფიქსირებ ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი

მთავრობის ადმინისტრაცია

10 წელზე მეტი გავიდა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ. მე ვაფიქსირებ ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის გადაჭრის მცდელობის მიმართ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, საქართვეოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას აღნიშნა. მან ზურაბიშვილს მიულოცა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მადლობა გადაუხადა ბრუსელში ვიზიტისთვის.

"გილოცავთ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობა შესანიშნავია. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდგომ, 2017 წლის მარტში, დაახლოებით 300.000-მა ქართველმა ისარგებლა ვიზალიბერალიზაციის რეჟიმით.

დღევანდელ შეხვედრაზე მე დავაფიქსირე ევროკავშირის მზაობა, გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ამ ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს, ასევე მას აქვს პოტენციალი გააძლიეროს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციონალური მდგრადობა. მე და პრეზიდენტი შევთანხმდით კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის სფეროში პროგრესის მნიშვნელობაზე.

10 წელზე მეტი გავიდა საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ.მე ვაფიქსირებ ევროკავშირის უცვლელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის გადაჭრის მცდელობის მიმართ.

გასულ წელს საქართველომ წარმოადგინა სავაჭრო, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის თაობაზე ინიციატივა მათთვის, ვინც ცხოვრობს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. მზად ვართ, გავაგრძელოთ მათი დახმარება, ვინც დააზარალა კონფლიქტმა და ხელი შევუწყოთ დიალოგს. წელს აღვნიშნავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილეს. მადლობელი ვარ, რომ 2019 წლის ბათუმის კონფერენცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავს დაეთმობა. მე მოხარული ვარ, კვლავ ვეწვიო საქართველოს კონფერენციაზე დასასწრებად", - ამბობს დონალდ ტუსკი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი პირველი სამუშაო ვიზიტით 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრა. ზურაბიშვილის ვიზიტი ბრიუსელში 23 იანვრს დასრულდება.

კომენტარები