ოზი ოსბორნი

ოზი ოსბორნმა სათამაშო ღამურების გაყიდვა დაიწყო, რომლებსაც თავები სძვრებათ

მხოლოდ მძიმე როკის მოყვარულთათვის ცნობილი ფაქტი არაა, რომ 1982 წლის ერთ-ერთ კონცერტზე ლეგენდარულ მუსიკოსს, ოზი ოსბორნს, ფანმა მკვდარი ღამურა ესროლა, მომღერალმა კი პერფომანსისას ღამურას თავი მოაჭამა.

ამ შოუს შემდეგ 37 წელი გავიდა, მუსიკოსმა რამდენიმე დღის წინ საკუთარ Instagram გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო წარწერით, - "დღეს გავიდა 37 წელი მას შემდეგ, რაც ღამურას თავი მოვაჭამე! ამას აღვნიშნავ მემორიალური/სამახსოვრო თოჯინით, რომელსაც თავი სძვრება".

მსურველებს ღამურის შეძენა 40 დოლარად, მომღერალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები