Game of thrones

სოფი ტერნერი GOT-ზე: ვფიქრობ, მერვე სეზონით ბევრი ფანი იმედგაცრუებული დარჩება

0 კომენტარი

Game of Thrones-ში სანსა სტარკის როლის შემსრულებელმა, სოფი ტერნერმა სერიალის უკანასკნელ, მერვე სეზონზე ისაუბრა.

მისი თქმით, ფინალი სერიალის ფანებს ორ ნაწილად გაყოფს.

"ძალიან ბევრი ცრემლი იქნება. როგორც მსახიობისთვის ეს აღმაფრთოვანებელი იყო - მე ყველა პერსონაჟის ამბის განვითარებაზე ვფიქრობ და წარმოვიდგენ მათ შესრულებას. ვფიქრობ, მერვე სეზონის შემდეგ ბევრი ფანი იმედგაცრუებული დარჩება, ბევრი ფანი კი სიხარულისგან მთვარეზე იქნება", - თქვა სოფი ტერნერმა.

მსახიობის თქმით, მერვე სეზონის სცენარის წაკითხვამ მას გული გაუტეხა.

"ძალიან საინტერესო იქნება ვნახოთ ხალხის რეაქციები, მაგრამ ჩემთვის უკანასკნელი სეზონის სცენარის წაკითხვა ძალინ გულგასატეხი იყო, რადგან ყველა გვერდი მახსენებდა რომ ეს სერიალის დასასრული იყო. ძალიან ემოციური იყო", - თქვა სოფი ტერნერმა.

Game  of Thrones-ის მერვე და უკანასკნელი სეზონი 2019 წლის 14 აპრილ გამოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები