ავიაკატასტროფა

თვითმფრინავს, რომელშიც ფეხბურთელი ემილიანო სალა იყო, კვლავ ეძებენ

ემილიანო სალა
Reuters

ლა-მანშის სრუტეში განახლდა თვითმფრინავის ძებნა, რომელშიც საფეხბურთო კლუბ Cardiff City-ს მოთამაშე, 28 წლის არგენტინელი ემილიანო სალა და კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.

მცირე ზომის თვითმფრინავი რადრებიდან 36 საათის წინ გაქრა. ვარაუდობენ, რომ ის ჩამოვარდა.

ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის საფეხბურთო კლუბ Nantes-ში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

კომენტარები