სუმო

გაგამარუმ ჰაცუ ბაშოზე მე-7 ბრძოლა მოიგო (ვიდეო)

ჰაცუ ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღეს გაგამარუმ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

თეიმურაზ ჯუღელი ენჰოს შეხვდა და მეტოქე კოტენაგეს ილეთით დაამარცხა. ამ შეხვედრის შემდეგ გაგამარუს ბალანსი ტურნირზე 7:4-ზე გაუხდა. დადებითი ბალანსისთვის, მას მხოლოდ ერთი გამარჯვებაღა სჭირდება.

ენჰოსა და გაგამარუს შორის შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. ენჰო სულ რაღაც 100 კილოგრამს იწონის, რაც საკმაოდ მსუბუქ წონად ითვლება სუმოში.

საბოლოოდ თეიმურაზ ჯუღელმა მეტოქე ძიუდოს ილეთით დაამარცხა. აქამდე, სუმოისტები ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვებული ენჰო გამოვიდა, ახლა კი ბალანსი გათანაბრდა.

კომენტარები