Buyers

რატომ ირჩევენ ცნობილი ადამიანები VEJA-ს სპორტულ ფეხსაცმელს

0 კომენტარი
მეგან მერკლი და პრინცი ჰარი

Veja-ს ფეხსაცმელმა 2017 წელს პოპულარობა ისევ მოიპოვა. Veja ფეხსაცმლის ფრანგული ბრენდია, რომელიც 2004 წელს დაფუძნდა, 2015 წლიდან კი მისმა გაყიდვებმა საგრძნობლად მატება დაიწყო.

გარდა იმისა, რომ ძალზედ ლამაზია, VEJA-ს სპორტული ფეხსაცმელი მდგრადია. ის ბრაზილიული კომპანიის Bratac-ის მიერ მიწოდებული ძვირადღირებული აბრეშუმისგან მზადდება. სწორედ ეს კომპანია ამარაგებს აბრეშუმით Hermes-საც.

განსაკუთრებული პოპულარობა ფეხსაცმელმა მას შემდეგ მოიპოვა, რაც ის პრინცი ჰარის მეუღლის მეგან მერკლის ფეხზე გამოჩნდა. ამერიკელ მსახიობს Veja-ს კედი 2018 წლის შემოდგომაზე, ინვიქტუსის თამაშების დროს, გემზე ეცვა.

მეგან მერკლი მხოლოდ ერთერთია იმ ცნობილ ადამიანთა შორის, ვისაც Veja-ს კედი აცვია. ვარსკვლავები ამ ფეხსაცმელს თანაბარი წარმატებით ახამებენ როგორც სპორტულ, ასევე კლასიკურ სტილთან. VEJA ინსატგრამის ტოპ 10 ბრენდშიც შედის.

ამავედროულად, Veja მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მაღაზიების ბესტსელერია, როგორიცაა net-a-porter, matchesfashion, selfridges, liberty, და სხვა. საქართველოში მისი შეძენა Buyers-ზე შეგიძლიათ. Buyers ფეხსაცმლის სხვადასხვა მოდელს გთავაზობთ:
 

ფოტო: buyers.ge

ფოტო: buyers.ge

ფოტო: buyers.ge

ფოტო: buyers.ge

ფოტო: buyers.ge

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები