თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 იანვარს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 24 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად "სხვადასხვა სამუშაოებს" ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III მიკრორაიონების, ნუცუბიძის, ჟღენტის, ხომლის, ამაშუკელის, მუზაშვილის, გურიელის, გამრეკელის, ძოწენიძის, ჩხიკვაძის, ინტენსიფიკაციის, კაპანელის, პიკასოს და შატილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, ოთარ ლორთქიფანიძის, მიხეილ თამარაშვილის, უნივერსიტეტის და შმიდტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქობულეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ნინუას და ზესტაფონის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივი IV, V კვარტლების და მიქელაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ) და სამტრედიის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის გზატკეცილის, კახეთ გზატკეცილის, ნავთლუღის დასახლების, აფრიკის დასახლების, ქინძმარაულის, ჭიჭინაძის, ფაღავას, მაჩაბელის, სანაძის, გიორგი გურჯიევის, ლუკა რაზიკაშვილის, შტენბერგის, ქიზიყის, წურწუმიას, გუგუშვილის, გვაზავას, ილია ბახტაძის, ქვილითაიას, ველის, ენუქიძის, მამისაშვილის, ალადასტურის, ეკატერინე ბაღდავაძის, ფრისის, ნუგზარ საჯაიას და ალექსიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, I, II მიკრორაიონების, მოსულიშვილის, მარატ ნოზაძის, ანგია ბოჭორიშვილის, ალეკო გობრონიძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), წურწუმიას, ფაღავას, ლაგოდეხის, სევანის, ფერიცვალების, ირბახის და ალიხანიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11 საათიდან 12:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), პუშკინის, კოტეტიშვილის, ჩიტაძის, მთაწმინდის, უკლებას, ბესიკის, კრავეიშვილის, ყიფიანის, ვილნიუსის, მესხის, ინგოროყვას, ძმები ზუბალაშვილების, ვახტანგ მოსიძის, ჭონქაძის, არსენას და ვეძინის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები